თენგიზ შარმანაშვილი – მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი გახსნილია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია, საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა განსხვავდება ვიკა ფილფანის მიერ ნათქვამისგან. შარმანაშვილის თქმით, მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი მაღალია, ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზი დადებითია და საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი არ ამოღებულა. მან ასევე აღნიშნა, რომ სოფო ხორგუანი ცრუობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაზეც ვიკა ფილფანმა ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი გახსნილია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია.
„საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა და ამდენი გამსაღებელი არ დაუკავებიათ.
მათი ხელმძღვანელი ყოფილი შს მინისტრი იყო და გულწრფელები რომ იყვნენ, ციფრები შეადარონ. რატომ ცრუობდა სოფო ხორგუანი გუშინ, რომ თითქოს, მე ვთქვი, ოკუპირებული ტერიტორიები დავკარგე5? – ვთქვი, რომ კონტროლი დაიკარგა. რატომ ცრუობენ ხოლმე, ვერ გეტყვით“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა და ამდენი გამსაღებელი არ დაუკავებიათ. მათი ხელმძღვანელი ყოფილი შს მინისტრი იყო და გულწრფელები რომ იყვნენ, ციფრები შეადარონ. რატომ ცრუობდა სოფო ხორგუანი გუშინ, რომ თითქოს, მე ვთქვი, ოკუპირებული ტერიტორიები დავკარგე5? – ვთქვი, რომ კონტროლი დაიკარგა. რატომ ცრუობენ ხოლმე, ვერ გეტყვით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.