საფრანგეთის პრემიერი საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებებზე: შეიძლება თუ არა მოხდეს უბედური შემთხვევები? პასუხია - დიახ
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაიცვა პოლიციის ქმედებები საპროტესტო აქციებზე, სადაც ორმა მოზარდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, და აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევები შესაძლებელია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებები დაიცვა - ინციდენტების შედეგად მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა, ხოლო მეორემ კი ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.
„პოლიციის მოქმედებას ქალაქში ძალადობის შემთხვევები იწვევს“, - განაცხადა ლეკორნუმ სამშაბათს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. - „შეიძლება თუ არა მოხდეს უბედური შემთხვევები? პასუხია: დიახ“, - დასძინა მან.
ლეკორნუმ უარყო ტერმინი „პოლიციის სისასტიკე“, რადგან მისი თქმით, ეს ტერმინი გულისხმობს, თითქოს სამართალდამცველებს ძალის გამოყენების მითითება ჰქონდათ მიღებული.
ორშაბათს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, 15 წლის მოზარდს ყუმბარის აფეთქებისას ხელი მძიმედ დაუზიანდა. ადგილობრივი პროკურორის თქმით, ჯერ დაზუსტებით ვერ იტყვის, „მოსწავლემ ყუმბარა თავად აიღო თუ მას ესროლეს“.
ქალაქ ტურში კი 16 წლის მოზარდმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. მას ჭურვი მოხვდა, რომელიც, პროკურორის ვარაუდით, შესაძლოა პოლიციის მიერ აქციის დასაშლელად გამოყენებული არალეტალური იარაღიდან იყო გასროლილი.
ციტატები სტატიიდან
„პოლიციის მოქმედებას ქალაქში ძალადობის შემთხვევები იწვევს“
„შეიძლება თუ არა მოხდეს უბედური შემთხვევები? პასუხია: დიახ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.