საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალადობის შემწყნარებლობა დაუშვებელია
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ეროვნული ასამბლეის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე და ძალადობაზე ისაუბრა. მან დაგმო ძალადობა სკოლებსა და სამართალდამცველებზე, გაასაჯაროვა დაშავებულთა სტატისტიკა და ოპოზიცია პოლიციის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივ პროტესტზე ისაუბრა. სებასტიან ლეკორნუმ ოპოზიცია პოლიციისა და ჟანდარმერიის შესახებ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"სკოლების კარზე ექსტრემალურმა ძალადობამ დააკაკუნა. ეს უპირობოდ უნდა დაიგმოს. სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალადობის შემწყნარებლობა დაუშვებელია. ბოლო უნდა მოვუღოთ ორ ტყუილს, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხს რესპუბლიკის პოლიციის წინააღმდეგ განაწყობს. ეს ყოვლად მიუღებელია. პირველი ტყუილი ის არის, თითქოს პოლიცია ძალას განზრახ, მიზანმიმართულად და არაპროპორციულად იყენებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რა სიცრუეც არ უნდა გაავრცელოს "დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა". მეორე და კიდევ უფრო მძიმე ტყუილი კი ისაა, თითქოს რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის წარმომადგენლები რასისტები არიან. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყველა ამ სიცრუეს, რომელიც სოციალურ ქსელებში, საჯარო სივრცესა თუ მედიაში ვრცელდება," - აცხადებს სებასტიან ლეკორნუ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულთა შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემებიც გაასაჯაროვა.
"დაშავებულია 215 მოსწავლე - უმეტესობა თავდასხმის ან, უფრო იშვიათად, უბედური შემთხვევის შედეგად. დაშავებულია სკოლის 85 თანამშრომელი, მათ შორის - 34 დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ასამბლეის წევრებო, განათლების ეროვნული სისტემის მასშტაბით, საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის კუთხით, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე სტატისტიკაა. განათლების სფეროს მუშაკების მიმართ ამ ძალადობის უგულებელყოფა მიუღებელია. დაშავდა 715 პოლიციელი და ჟანდარმი," - აცხადებს სებასტიან ლეკორნუ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.
ციტატები სტატიიდან
„სკოლების კარზე ექსტრემალურმა ძალადობამ დააკაკუნა. ეს უპირობოდ უნდა დაიგმოს. სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალადობის შემწყნარებლობა დაუშვებელია. ბოლო უნდა მოვუღოთ ორ ტყუილს, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხს რესპუბლიკის პოლიციის წინააღმდეგ განაწყობს. ეს ყოვლად მიუღებელია. პირველი ტყუილი ის არის, თითქოს პოლიცია ძალას განზრახ, მიზანმიმართულად და არაპროპორციულად იყენებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რა სიცრუეც არ უნდა გაავრცელოს "დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა". მეორე და კიდევ უფრო მძიმე ტყუილი კი ისაა, თითქოს რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის წარმომადგენლები რასისტები არიან. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყველა ამ სიცრუეს, რომელიც სოციალურ ქსელებში, საჯარო სივრცესა თუ მედიაში ვრცელდება,“
„დაშავებულია 215 მოსწავლე - უმეტესობა თავდასხმის ან, უფრო იშვიათად, უბედური შემთხვევის შედეგად. დაშავებულია სკოლის 85 თანამშრომელი, მათ შორის - 34 დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ასამბლეის წევრებო, განათლების ეროვნული სისტემის მასშტაბით, საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის კუთხით, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე სტატისტიკაა. განათლების სფეროს მუშაკების მიმართ ამ ძალადობის უგულებელყოფა მიუღებელია. დაშავდა 715 პოლიციელი და ჟანდარმი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.