პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი: გაფართოება ევროკავშირს უფრო მოქნილსა და ქმედითს უნდა ხდიდდეს - უნდა შევამციროთ შემთხვევები, როცა ერთ ქვეყანას შეუძლია, ვეტოთი დაბლოკოს ის, რასაც დანარჩენები ემხრობიან

ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და ახალ წევრებს 10-დან 15 წლამდე გამოსაცდელ ვადას უწესებს, რა დროსაც დარღვევის შემთხვევაში მათ ხმის უფლება შეუჩერდებათ. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ეს მექანიზმი "სადაზღვევო პოლისია", რათა ერთმა ქვეყანამ გადაწყვეტილებების დაბლოკვა ვერ შეძლოს.

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს. პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადოს, მონტენეგროა.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ერთგვარი "სადაზღვევო პოლისია" და მხოლოდ დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება.

"გაფართოება ევროკავშირს უფრო მოქნილსა და ქმედითს უნდა ხდიდდეს. უნდა შევამციროთ შემთხვევები, როცა ერთ ქვეყანას შეუძლია ვეტოთი დაბლოკოს ის, რასაც დანარჩენები ემხრობიან - უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ე.წ. "გადასასვლელი დებულებები" და კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა, სადაც ამის საშუალებას ხელშეკრულებები იძლევა. ასევე უნდა ავარიდოთ თავი "შერეულ შეთანხმებებს", რომელთა რატიფიკაციასაც ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი სჭირდება. ინსტიტუტები უფრო კომპაქტური და სწრაფი უნდა გახდეს. გვინდა, გვქონდეს მექანიზმი, რომელიც გაამარტივებს ხმის უფლების შეზღუდვას. ეს ერთგვარი "სადაზღვევო პოლისია" და მხოლოდ დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება", - აცხადებს მარტა კოსი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები