ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა დაუღალავი შრომითა და თავდადებით შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განუზომელია თქვენი ღვაწლი ღირსეული თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში. მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს პროფესიისადმი ერთგულებისთვის“ - აღნიშნა პედაგოგებთან შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა.
მასწავლებლებს ასევე, პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა თორნიკე ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ, კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორმა მერი სახამბერიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა ლელა ზაზაძემ.
ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოების მიერ წარდგენილი ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლის პედაგოგი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
პედაგოგებთან შეხვედრა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ციტატები სტატიიდან
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა დაუღალავი შრომითა და თავდადებით შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განუზომელია თქვენი ღვაწლი ღირსეული თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში. მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს პროფესიისადმი ერთგულებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.