ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"აშშ თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს" - ანა დადიანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შუალედურ არჩევნებზე ეუთო არ მიიწვია

ეუთოგახარია საქართველოსთვის

დონალდ ტრამპმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რასაც სენატორი ჯინ შაჰინი აკრიტიკებს. ქართულ ოპოზიციაში, კერძოდ პარტიაში "გახარია საქართველოსთვის", გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ აშშ საკუთარ საარჩევნო პროცესებს დამოუკიდებლად დაარეგულირებს.

"აშშ თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს" - ანა დადიანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შუალედურ არჩევნებზე ეუთო არ მიიწვია
"აშშ თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს" - ანა დადიანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შუალედურ არჩევნებზე ეუთო არ მიიწვიარუსთავი 2

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სენატორი ჯინ შაჰინი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში შაჰინი ამ ნაბიჯს უპრეცენდენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მიღებული ეს გადაწყვეტილება ვნებს დემოკრატიას და დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ამერიკული საარჩევნო სისტემის მიმართ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ქართულ ოპოზიციაში აფასებენ. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსი, ანა დადიანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საკუთარ საარჩევნო პროცესებს დამოუკიდებლად დაარეგულირებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში, თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს. შტატებში სასამართლო დამოუკიდებელია და შესაბამისად, თუ რაიმე პროცესები განვითარდა ისეთი, რომელიც არ არის სამართლებრივად გამართული, ამერიკული სასამართლო ამას დაადგენს," - აცხადებს ანა დადიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში, თვითონ დაალაგებს საკუთარ არჩევნებს. შტატებში სასამართლო დამოუკიდებელია და შესაბამისად, თუ რაიმე პროცესები განვითარდა ისეთი, რომელიც არ არის სამართლებრივად გამართული, ამერიკული სასამართლო ამას დაადგენს,“
ანა დადიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.