ევროპაში, იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბა
ევროპაში იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბა, რისი მთავარი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და მიწოდების შეფერხებაა. ამის პარალელურად, ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მინიმუმამდე დაეცა, ბაზარზე ინფლაციის მატება და სესხებზე პროცენტის ზრდაა მოსალოდნელი, ყველაზე დიდი ზარალი კი საბანკო სექტორმა განიცადა, მაშინ როდესაც მოგება ფიქსირდება ენერგეტიკის მიმართულებით.

ევროპაში, იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბა და ტარიფი ისევ რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება. მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და მიწოდების შეფერხებაა.
პარალელურად, ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი ბოლო სამი თვის პერიოდთან შედარებით მინიმუმამდე დაეცა. ბაზარზე ინფლაციის მატებისა და სესხებზე პროცენტის ზრდას ელოდებიან. ყველაზე დიდი ზარალი საბანკო სექტორმა განიცადა. მიმართულება, სადაც მოგება ფიქსირდება - ენერგეტიკაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ნავთობის გაძვირებას.
ამჟამად მსოფლიო ფინანსური სექტორი აშშ-ის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ელოდება, სადაც საპროცენტო განაკვეთის მორიგ ზრდას ვარაუდობენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…