ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპაში ნავთობის ხარჯები გაიზარდა, ევროკავშირი თვეში 10 მილიარდი ევროთი მეტს იხდის, ვიდრე 2025 წელს იხდიდა - Euronews

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირი ნავთობის იმპორტზე თვეში საშუალოდ 27,6 მილიარდ ევროს ხარჯავს, რაც 55,8%-ით მეტია წინა მაჩვენებელზე და ყოველთვიურად დამატებით 9,9 მილიარდი ევროს ტვირთს ნიშნავს.

ევროპაში ნავთობის ხარჯები გაიზარდა, ევროკავშირი თვეში 10 მილიარდი ევროთი მეტს იხდის, ვიდრე 2025 წელს იხდიდა - Euronews
ევროპაში ნავთობის ხარჯები გაიზარდა, ევროკავშირი თვეში 10 მილიარდი ევროთი მეტს იხდის, ვიდრე 2025 წელს იხდიდა - Euronewsრუსთავი 2

ევროპის ქვეყნები წელს ნავთობის იმპორტში გაცილებით მეტს იხდიან, რაც 2026 წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებას მოჰყვა. მომხმარებლები უკვე აწყდებიან ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებას. ახლა კი ევროკავშირის იმპორტის ხარჯების მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მკვეთრად გაიზარდა დანახარჯები - წერს გამოცემა Euronews-ი.

2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირი ნავთობის იმპორტზე თვეში საშუალოდ 27,6 მილიარდ ევროს ხარჯავდა, რაც 55,8%-ით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე - თვეში 17,7 მილიარდ ევროზე.

მედიის ინფორმაციით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა. 2025 წელს თვეში საშუალოდ 36,3 მილიონი ტონა ნავთობი შემოჰქონდათ, 2026 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,2%-ით, 36,7 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნავთობის იმპორტში თვეში დამატებით 9,9 მილიარდ ევროს იხდიდა.

ამასთან, იმავე პერიოდში, ერთი ტონა ნავთობის იმპორტის ღირებულებაც გაიზარდა - 487 ევროდან 750 ევრომდე, რითაც 2022 წლის პიკურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

"მთავარი მიზეზი ნედლი ნავთობის ფასების ზრდაა. 2026 წლის მეორე კვარტალში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საშუალო თვიური ფასი 49.5%-ით აღემატება 2025 წლის საშუალო თვიურ ფასს - ბარელზე ფასი 34 დოლარით გაიზარდა", - განუცხადა დანდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სიაოი მუმ, გამოცემა Euronews Business-ს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავარი მიზეზი ნედლი ნავთობის ფასების ზრდაა. 2026 წლის მეორე კვარტალში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საშუალო თვიური ფასი 49.5%-ით აღემატება 2025 წლის საშუალო თვიურ ფასს - ბარელზე ფასი 34 დოლარით გაიზარდა“
სიაოი მუ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპაში, იმპორტირებული ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები