ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დასაქმების ფორუმი ჭიათურაში - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობაზე ღია ვაკანსიები წარმოადგინა

ჭიათურაში კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ინიციატივით დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც ადგილობრივებს სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობაზე ღია ვაკანსიები შესთავაზეს.

დასაქმების ფორუმი ჭიათურაში - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობაზე ღია ვაკანსიები წარმოადგინა
დასაქმების ფორუმი ჭიათურაში - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობაზე ღია ვაკანსიები წარმოადგინარუსთავი 2

ნუგზარ მუმლაძე ერთ-ერთია ჭიათურის იმ მაცხოვრებლებიდან, რომლებმაც დღეს სასურველი სპეციალობები აირჩიეს.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიას" ინიციატივით ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე, ადგილობრივებს ის ვაკანსიები დახვდათ, რაც სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობას და მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებას მოიცავს. კომპანიაში დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია წინასწარ იყო შესაძლებელი, თუმცა ღონისძიების დღეს, განაცხადის შევსება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

დასაქმების მაძიებლებს, განაცხადის შევსებისა და საინტერესო პოზიციებზე სამუშაო პირობების გაცნობის გარდა, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიას" წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალება ჰქონდათ. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ვაკანტურ ვაკანსიაზე არცევის შემდეგ ისინი უსაფრთხოების სპეციალურ კურსს გაივლიან და საქმიანობის პრაქტიკულ ეტაპზე, ამის შემდეგ გადაინაცვლებენ.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი კადრების მოზიდვა, პროფესიული განვითარება და თანამშრომელთა გადამზადება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მიდგომა დარგში საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმების გაზრდას შეუწყობს ხელს.

დასაქმების ფორუმი კომპანიის განვითარების იმ ხუთწლიანი გეგმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი სამთო მოპოვებითი მიმართულების გაზრდა და სამუშაოების ხარისხიანად წარმოებისთვის, ახალი კადრების მომზადებაა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.