ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გამომძიებლები ბათუმის ციხეში შევიდნენ – დავითაძის სოლიდარობისთვის სავარაუდოდ ნაცემი პატიმრების საქმე

ტვ პირველი

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სავარაუდოდ სოლიდარობისთვის ნაცემი პატიმრების საქმეს ეხება.

გამომძიებლები ბათუმის ციხეში შევიდნენ – დავითაძის სოლიდარობისთვის სავარაუდოდ ნაცემი პატიმრების საქმე
გამომძიებლები ბათუმის ციხეში შევიდნენ – დავითაძის სოლიდარობისთვის სავარაუდოდ ნაცემი პატიმრების საქმებათუმელები

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. „ტვ პირველთან“ გამომძიებელი ადასტურებს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“, – უთხრა „ტვ პირველს“ გამომძიებელმა.

„ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ გვაწვდიან ინფორმაციას პატიმრის საქმეზე, რომელსაც გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს და შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

საუბარია მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძეზე, რომლის ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ იგი 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს მას შემდეგ, როცა გიორგი დავითაძეს რამდენიმე პატიმარმა შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი დავითაძე კი, ის პატიმარია, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად დაუსაბუთებლად მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატი „ბათუმელებს“ გუშინ, 5 ოქტომბერს ესაუბრა.

ბათუმის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ, 5 ოქტომბერს, საღამოს შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატი არ პასუხობს შეკითხვას: რა გახდა ცნობილი ბათუმის ციხეში პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ?

ადვოკატი ანა აკოფოვა ამ დროისთვის სავარაუდოდ ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება. ის ამბობს, რომ ციხეში შევიდა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელიც, რომელიც ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეისწავლის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.