შრომითი ურთიერთობის შეჩერება სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით მოხდა – სტუ ჩუბინიძეზე
სტუ-მ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს უფლებამოსილება შეუჩერა და ბრალდებებს უარყოფს, ხოლო ადვოკატი გადაწყვეტილების გაუქმებასა და ეთიკის კომისიის 7 პროფესორის გათავისუფლებას ითხოვს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ პასუხობს დიტო ჩუბინიძესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალში“ 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ეხებოდა.
ჩუბინიძის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილება 6 ნოემბერს რექტორის სახელზე გაასაჩივრა. ადვოკატი ითხოვს, ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომაში მონაწილე 7 პროფესორის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყოს და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ადვოკატმა თქვა, რომ რამდენიმე პუნქტი დაირღვა- მაგალითად, კომისიამ სხდომაზე არ მიიწვია მოპასუხე მხარე, ოქმში არ დააკონკრეტა, ეთიკის კოდექსის რა ნაწილის დარღვევას ედავებიან ჩუბინიძეს თუ სხვა.
ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, „თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული“.
„უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
სტუ აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დიტო ჩუბინიძეს:
„რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
29 ოქტომბერს დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. „ასავლ-დასავლის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებებისა და ჩაწერილი ინტერვიუების გამო. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს.
როგორც მისი ადვოკატი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს ლაზარე ჯორბენაძესთან.
„მის საქმეში არ ფიგურირებს არავინ და არაფერი. დანაშაული მატერიალურად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას შეუშალა ხელი თავისი საჯარო გამოსვლებით. ეს არის ბრალის ფორმულირება. საქმეში დართულია მისი საჯარო გამოსვლები, როგორც მტკიცებულება, და მოწმის სახით დაკითხულები არიან ამ კომისიის წევრები. ბრალის დადგენილების მიხედვით, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის“, — აცხადებს ნონა ფილაური „ნეტგაზეთთან“.
ციტატები სტატიიდან
„თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული“
„უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“
„რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…