საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, რადენჯერმე უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას მძიმე შედეგები მოჰყვება, რის მაგალითადაც მოლდოვა მოჰყავს.

საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მთავარი ღირებულება არის ის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.
"მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას. ევროკავშირში დღეს ეს ბევრისთვის ცხადია - ენერგომატარებლების მაღალი ფასები, საწარმოების საზღვარგარეთ გადინება, უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა და ბევრი სხვა პრობლემა.
მოლდოვის მაგალითი ამ განსხვავებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აჩვენებს.
მოლდოვამ, რომელსაც 2021 წელს 13,9%-იანი ზრდა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პოლიტიკა ბრიუსელის მოთხოვნებს დაუქვემდებარა, 2022 წელს ჯერ 4,6%-იანი ეკონომიკური ვარდნა განიცადა (მაშინ, როცა იმავე წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა), 2023 წლიდან კი 1%-იანი ზრდის ფარგლებს ვერ გაცდა.
ევროკავშირიდან დაპირებული მილიარდების ფონზეც კი, წელს მოლდოვის ეკონომიკა მხოლოდ 1,5%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს 7,2%-იან ზრდასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია.
ეს სხვაობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მას კონკრეტული ფასი აქვს.
2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ის ნაცვლად მოლდოვის მსგავსად 1,5%-ით რომ გაზრდილიყო, საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დააკლდებოდა. ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტში პენსიების, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებას სწორედ 1 მილიარდი ლარით ვზრდით.
ცხადია, რომ დამოუკიდებელი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება გაცილებით რთული იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ ბრიუსელი ამ დანაკლისს არ აანაზღაურებდა - არც პენსიების ზრდას დააფინანსებდა და არც ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავდა.
და, ერთიც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ მოლდოვამ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი და ახლა გაზს ევროკავშირისგან ყიდულობს.
ეს ყველაფერი კარგი, თუმცა აქ ერთი დეტალია - 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში 1მ3 გაზის ფასი მომხმარებლისთვის 0,65 ლარი იყო, წელს კი 3,75 ლარს მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოში 2021 წელსაც და დღესაც 1 მ3 გაზის ფასი 0,56 ლარია, მოლდოვაზე 7-ჯერ ნაკლები.
დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.
ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, და ის არასდროს უნდა დავთმობთ,”- წერს პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი: საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, რამდენჯერმე უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას. მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და არასდროს უნდა დავთმობთ
შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით EU-ს ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას რამდენჯერმე უსწრებს
შალვა პაპუაშვილი: “დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…