ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში არაგეგმურად შეამოწმეს ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინაიმედინიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში, სარეალიზაციო ობიექტიდან, ვადაგასული სურსათი ამოიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები