პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებული დანით მოკლა, რადგან მან ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი სასიკვდილოდ დაჭრა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიგარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა
  4. ფორმულაოპოზიციურიგარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
  5. ტაბულაოპოზიციური4 ოქტომბერს გარდაბანში შურისძიების მოტივით კაცი მოკლეს - პირს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები