პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ლისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა; გამოძიების ცნობით, კონფლიქტის დროს ცივი იარაღით დაჭრილი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ დამიანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…