პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა - გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა - გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  2. რუსთავი 2სამთავრობო15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი სასიკვდილოდ დაჭრა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიგარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინა
  4. ფორმულაოპოზიციურიგარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
  5. ტაბულაოპოზიციური4 ოქტომბერს გარდაბანში შურისძიების მოტივით კაცი მოკლეს - პირს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარდაბანში კაცი მოკლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები