ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ახლა, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთი არასდროს ყოფილა - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს და მოუწოდა შსს-ს, წინა ხელისუფლების პერიოდისა და დღევანდელი სტატისტიკა ერთმანეთს შეადარონ.

ახლა, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთი არასდროს ყოფილა - თენგიზ შარმანაშვილი
ახლა, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთი არასდროს ყოფილა - თენგიზ შარმანაშვილირუსთავი 2

პარტიების აკრძალვაზე, საკონსტიტუციო სარჩელსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გაკეთდა განცხადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - სესია დღეს ტრადიციულად პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა.

დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები. დეპუტატებმა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად, ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.

შეფასებები გაკეთდა ევროპაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზეც, რომლის მიხედვითაც, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებული შედეგების შესაფასებლად წინა ხელისუფლების პერიოდში ამოღებული ნარკოტიკების, გამოვლენილი გამსაღებლების, მკვლელობებისა და ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა დღევანდელ მონაცემებს უნდა შეედაროს.

"ახლა, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთი არასდროს ყოფილა.

თქვენი ყოფილი თავმჯდომარე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. პირადად მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ პერიოდის ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა გამოაქვეყნოს და მერე შევუდაროთ ახლა ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობას. იმ დროინდელი გამსაღებლების რაოდენობა რამდენი გამოავლინეს ვნახოთ და ახლა ამოვიღოთ და ვნახოთ რამდენი გამსაღებელი გამოავლინეს.

მკვლელობები, იმ დროს რამდენი იყო და ახლა რამდენია. გახსნა იმ დროს მკვლელობებისა და ძალადობებისა რამდენი იყო და ახლა რამდენია. თუ არა გაქვთ თემები, მე თვითონ მოგაწვდით რა არ მომწონს ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ ტყუილებს ნუ გვაბრალებთ, ეს ტყუილის დაბრალება რა უბედურებაა, ან რა დივიდენდს მოგიტანთ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ისტორიის მანძილზე ასეთი არასდროს ყოფილა. თქვენი ყოფილი თავმჯდომარე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. პირადად მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ პერიოდის ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა გამოაქვეყნოს და მერე შევუდაროთ ახლა ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობას. იმ დროინდელი გამსაღებლების რაოდენობა რამდენი გამოავლინეს ვნახოთ და ახლა ამოვიღოთ და ვნახოთ რამდენი გამსაღებელი გამოავლინეს. მკვლელობები, იმ დროს რამდენი იყო და ახლა რამდენია. გახსნა იმ დროს მკვლელობებისა და ძალადობებისა რამდენი იყო და ახლა რამდენია. თუ არა გაქვთ თემები, მე თვითონ მოგაწვდით რა არ მომწონს ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ ტყუილებს ნუ გვაბრალებთ, ეს ტყუილის დაბრალება რა უბედურებაა, ან რა დივიდენდს მოგიტანთ“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.