ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანული მედია - გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ტობიას რაუში აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პარტიის წარმომადგენელი რეგიონული პარლამენტის სპიკერის პოსტს იკავებს.

გერმანული მედია - გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა
გერმანული მედია - გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდაინტერპრესნიუსი

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ტობიას რაუშის კანდიდატურას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის 29 წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გერმანიის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტში პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ასევე, რაუშის კანდიდატურის მხარდამჭერ კიდევ ერთ პარტიას - „სარა ვაგენკნეხტის ალიანსს“ სულ, 44 მანდატი აქვთ.

შესაბამისად, რაუშმა 4 ხმა სხვა პარტიებისგან მიიღო. როგორც ცნობილია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეები“ და „მემარცხენე პარტია“ რაუშის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებდნენ, ხოლო გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ თავის შეკავებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე პარტიამ - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - გაიმარჯვა. პარტიამ არჩევნებზე ხმების 43.8% მიიღო.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
წინასწარი შედეგები - ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში ბერლინში “მემარცხენე პარტია” ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში - „ალტერნატივა გერმანიისთვის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები