პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავებულია გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი აუგუსტ ჰანინგი და მანფრედ დ. სახელმწიფო ღალატის მცდელობისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულია გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, აუგუსტ ჰანინგი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და სადაზვერვო-აგენტურულ საქმიანობაში, ხოლო მანფრედ დ. - ამ საქმიანობის ხელშეწყობაში.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

გერმანული მედიასაშუალებების, WDR-ის, NDR-ის და Süddeutsche Zeitung-ის წყაროთა თანახმად, საქმე არ ეხება რუსეთთან კავშირებს.

აუგუსტ ჰანინგი გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.

სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ჰანინგი კერძო სექტორში საქმიანობდა უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სტატუსით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - Euronews
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიThe Guardian - გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოგერმანიაში საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
  4. ტაბულაოპოზიციურიგერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს
  5. ფორმულაოპოზიციურიგერმანიის პროკურატურამ ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი აუგუსტ ჰანინგი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბაქო გერმანიის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან კავშირს უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები