პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Guardian - გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი და მისი თანამზრახველი ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ჰანინგი თანხის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას იღებდა და მის გაყიდვას გეგმავდა.

The Guardian - გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ინტერპრესნიუსი

გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი, აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ჰანინგი გერმანიის დაზვერვის უწყებას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, ჰანინგს ბრალად ჯაშუშობა, სახელმწიფო ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.

პროკურატურის ცნობით, ჰანინგი თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ BND-ის ყოფილი თანამშრომლისგან თანხის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას იღებდა, რომლის გაყიდვასაც საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში გეგმავდა. მის თანამზრახველს, მანფრედ დ.-ის ბრალი სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ხელშეწყობაში ედება.

წლების განმავლობაში მანფრედ დ.-იმ ჰანინგს 2000 დოკუმენტი მიაწოდა. პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ერთ შემთხვევაში, ჰანინგმა მიღებული დოკუმენტები უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - Euronews
  2. იმედინიუსისამთავრობოგერმანიაში საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
  3. ტაბულაოპოზიციურიგერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდაკავებულია გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
  5. ფორმულაოპოზიციურიგერმანიის პროკურატურამ ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი აუგუსტ ჰანინგი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბაქო გერმანიის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან კავშირს უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები