პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს

გერმანიაში ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მან საიდუმლო დოკუმენტები უცხოური დაზვერვის თანამშრომელს გადასცა.

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს
ტაბულა

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 6 ოქტომბერს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს.

ფედერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ინფორმატორმა საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის (BND) ყოფილ უფროსს, აუგუსტ ჰანინგს, სავარაუდოდ, თითქმის ორი ათასი დოკუმენტი გადასცა, რომელთაგან მრავალი გასაიდუმლოებული იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში ჰანინგმა მანფრედ დ.-დ იდენტიფიცირებული ინფორმატორის მიერ მიწოდებული საიდუმლო მასალები უცხოური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.

"ბრალდებული ჰანინგი სახელმწიფო ღალატის შემცველ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი", - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში.

ჰანინგი გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურს 1998-დან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, 2022 წელს სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით BND-ის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კარსტენ ლ. დააკავეს.

კარსტენ ლ.-ს სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება, იგი ბრალს არ აღიარებს.

POLITICO-ს ინფორმაციით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობა მოსკოვისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად გეგმავდა სადაზვერვო სამსახურისთვის ახალი, მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების მინიჭებას, რაც უწყებას ბევრად უფრო ფართო უფლებას მისცემდა, დივერსიული აქტების, შეტევითი კიბეროპერაციების და უფრო აგრესიული ჯაშუშური საქმიანობის წარსამართად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - Euronews
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიThe Guardian - გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოგერმანიაში საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდაკავებულია გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
  5. ფორმულაოპოზიციურიგერმანიის პროკურატურამ ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი აუგუსტ ჰანინგი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აზერბაიჯანი უარყოფს ინფორმაციას გერმანიის ჯაშუშურ სკანდალთან კავშირის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები