ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს - გიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, მარტა კოსის განცხადებას საქართველოსა და მოლდოვას შესახებ უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება უწოდა. მისი თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს და იმედოვნებს, რომ ევროკავშირში რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს.

დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს - გიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე
დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს - გიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზერუსთავი 2

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და იმედოვნებს, რომ ევროპაში მალე რაციონალური მიდგომები და პრაგმატული პოლიტიკა გაიმარჯვებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს, ეს სტატუსი არ მოგვცეს და, სანაცვლოდ, მისცეს უკრაინასა და მოლდოვას.

ჩვენ მიმართ არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა იმ ძალიან საშიშ პროვოკაციულ გზას, რომელის დაძალებაც, მათ შორის, შიდა აგენტურის მეშვეობით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, თვალი ვერ დახუჭეს - გაიაზრეს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.

დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველო, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, როგორც ეკონომიკური პარამეტრით, ასევე გამჭვირვალობის კუთხით და ყველა სხვა იმ კრიტერიუმის კუთხით, რომელიც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნისთვის, ჩვენ ყველა ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინისასა და მოლდოვას ვუსწრებთ და საქართველო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს დაფასებას იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს, ხდება აბსოლუტურად ღიად უგულებელყოფა ამ წარმატებისა და ვხედავთ სრულიად არაობიექტურ დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ.

ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გაიღვიძებს გონიერება, გაიღვიძებს პრაგმატული პოლიტიკა და გაიმარჯვებს რაციონალური პოლიტიკა," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს, ეს სტატუსი არ მოგვცეს და, სანაცვლოდ, მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ მიმართ არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა იმ ძალიან საშიშ პროვოკაციულ გზას, რომელის დაძალებაც, მათ შორის, შიდა აგენტურის მეშვეობით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, თვალი ვერ დახუჭეს - გაიაზრეს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველო, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, როგორც ეკონომიკური პარამეტრით, ასევე გამჭვირვალობის კუთხით და ყველა სხვა იმ კრიტერიუმის კუთხით, რომელიც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნისთვის, ჩვენ ყველა ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინისასა და მოლდოვას ვუსწრებთ და საქართველო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს დაფასებას იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს, ხდება აბსოლუტურად ღიად უგულებელყოფა ამ წარმატებისა და ვხედავთ სრულიად არაობიექტურ დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გაიღვიძებს გონიერება, გაიღვიძებს პრაგმატული პოლიტიკა და გაიმარჯვებს რაციონალური პოლიტიკა,“
გიორგი გაბუნია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.