არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის კვლევების შედეგების მიუხედავად, კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვს, რადგან ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მარტა კოსის განცხადებას მოლდოვის წარმატებაზე უსამართლო და ორმაგი სტანდარტების გამოვლინება უწოდა. მისი თქმით, კვლევების მიხედვით საქართველო ბევრ პარამეტრში უსწრებს მოლდოვასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები ამას გარე მმართველობის გამო არ აღიარებენ.

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანასთან შედარებით, თუმცა ევროპელი მაღალჩინოსნები განცხადებებს არა სტატისტიკაზე, არამედ ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით აკეთებენ.
"ქალბატონი მარტა კოსი საუბრობს, რომ მოლდოვა წინ არის საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მაია სანდუს თქმით, მოლდოვის ერთ-ერთი გაწევრიანების გზა ევროკავშირში არის, თუ შეუერთდება რუმინეთსო.
სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ, საკმარისია ევროკავშირის მიერ დაკვეთილი კვლევები და ანალიზის შედეგები, სადაც საქართველო გაცილებით წინაა, მთელ რიგ შემთხვევებში - იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტური დონე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პარლამენტის მიმართ დემოკრატიის ხარისხი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დონე.
ამ ყველაფერში საქართველო არა მხოლოდ წინ არის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც, მაგრამ კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანა უკეთეს შედეგებს დებს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა. ზუსტად ამ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება და თავისუფალი ხმის ამოღების შესაძლებლობა," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ციტატები სტატიიდან
„ქალბატონი მარტა კოსი საუბრობს, რომ მოლდოვა წინ არის საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მაია სანდუს თქმით, მოლდოვის ერთ-ერთი გაწევრიანების გზა ევროკავშირში არის, თუ შეუერთდება რუმინეთსო. სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ, საკმარისია ევროკავშირის მიერ დაკვეთილი კვლევები და ანალიზის შედეგები, სადაც საქართველო გაცილებით წინაა, მთელ რიგ შემთხვევებში - იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტური დონე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პარლამენტის მიმართ დემოკრატიის ხარისხი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დონე. ამ ყველაფერში საქართველო არა მხოლოდ წინ არის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც, მაგრამ კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანა უკეთეს შედეგებს დებს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა. ზუსტად ამ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება და თავისუფალი ხმის ამოღების შესაძლებლობა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.