ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონ დერ ლაიენი: რუსული გაზის იმპორტი 12%მდეა შემცირებული, მომავალ წელს ნულამდე დავიყვანთ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული გაზის იმპორტი 12%-მდეა შემცირებული და მომავალ წელს ნულამდე დაიყვანება. ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს.

ფონ დერ ლაიენი: რუსული გაზის იმპორტი 12%მდეა შემცირებული, მომავალ წელს ნულამდე დავიყვანთ
ფონ დერ ლაიენი: რუსული გაზის იმპორტი 12%მდეა შემცირებული, მომავალ წელს ნულამდე დავიყვანთფორმულა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს რუსული გაზის იმპორტის წილი 12%-მდეა შემცირებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დაიყვანენ.

მისი თქმით უნდა განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები მდგრადობის გასაძლიერებლად.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ოთხი წლის წინ რუსეთი მათ დაშანტაჟებას შეეცადა, ახლა კი ვითარება შეიცვალა.

"იმ პერიოდში ჩვენი გაზის იმპორტის 45% რუსეთიდან შემოდიოდა. თითქმის ერთ ღამეში მომარაგება თითქმის სრულად შეწყდა. თუმცა, ევროპა გაერთიანდა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერები გამოვედით.

მოვახდინეთ მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და მნიშვნელოვნად დავაჩქარეთ ინვესტიციები ადგილობრივ სუფთა ენერგიაში.

დღეს რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 12%-მდე შემცირდა, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დავიყვანთ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის იურიდიულად სავალდებულო გახდება.

გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს, ხოლო მილსადენით მიწოდებულ გაზზე უარს 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის.

ევროკომისია ასევე გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას 2027 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.

თავიდან აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ სლოვაკეთი და უნგრეთი, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად ევროპული საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობა საკმარისი იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ პერიოდში ჩვენი გაზის იმპორტის 45% რუსეთიდან შემოდიოდა. თითქმის ერთ ღამეში მომარაგება თითქმის სრულად შეწყდა. თუმცა, ევროპა გაერთიანდა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერები გამოვედით. მოვახდინეთ მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და მნიშვნელოვნად დავაჩქარეთ ინვესტიციები ადგილობრივ სუფთა ენერგიაში. დღეს რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 12%-მდე შემცირდა, მომავალი წლის ბოლოსთვის კი მას ნულამდე დავიყვანთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირმა რუსული არქტიკული თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად, 7.9 მილიარდი ევრო გადაიხადა - Euronewsწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები