ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრონატო

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნაBM.GE

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სამინისტრო წერს, რომ ახლად დანიშნულ ელჩს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში იგი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

აბაშიძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ევროკავშირსა და ნატოში, ასევე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) და იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს.

2012–2024 წლებში ზურაბ აბაშიძე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო 2024–2025 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, ზურაბ აბაშიძე ეწევა აკადემიურ მოღვაწეობასაც. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები