ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრონატო

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნაიმედინიუსი

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები