ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატო-ში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
- იმედინიუსიზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
- BM.GEრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა
- ტაბულაზურაბ აბაშიძე ბოსნიაში, ჩრდ.მაკედონიასა და ალბანეთში არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
- ფორმულაზურაბ აბაშიძე ბოსნიაში, ჩრდ.მაკედონიასა და ალბანეთში არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
- ნეტგაზეთიზურაბ აბაშიძე 3 ქვეყანაში დაინიშნა საქართველოს ელჩად
- რადიო თავისუფლებაზურაბ აბაშიძე ელჩად დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში
- ალიაზურაბ აბაშიძე ბოსნიაში, ჩრდ.მაკედონიასა და ალბანეთში არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
- NEWS.GEრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…