ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კომპანია „Red Bridge“-ის ორგანიზებით, ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ელჩი და იაპონელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართარუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა.

ერთ-ერთ სემინარს - „ქართული ღვინის განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი მიღწევები საქართველოში“ იაპონელი ღვინის მაგისტრი, „Red Bridge“-ს დამფუძნებელი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

მეორე სემინარს - „ქართული ღვინის შეხამება საკვები კულტურისა და ლოგიკის მეშვეობით“ იაპონელი სომელიე მაიკა იამამოტო გაუძღვა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რომლებიც იაპონიის ბაზარზე იყიდება.

ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენას 300-მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის ღვინის მოყვარულები, პროფესიონალები, სავაჭრო სფეროს, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კორეის დედაქალაქში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები