სეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
სეულში ქართული ღვინის ფესტივალი და მასშტაბური წარდგენა გაიმართა, რომელშიც 10 მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა და 400-მდე სტუმარი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციასა და ქართულ ღვინის ფესტივალს, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები, სომელიეები,ბაიერები, მედიის წარმომადგენლები დაინფლუენსერები.
დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა. ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარადგინა. აზიის რეგიონში, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, კორეის რესპუბლიკაქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. სეულში ქართული ღვინის მსგავსი ფორმატის ღონისძიება უკვე მეხუთედ ჩატარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმაა. დარგის ექსპერტებისმიერ შექმნილი პორტალი მომხმარებლებს კორეის ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ასევე ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგულ საქმიანობას.
ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად უჭერს მხარს. სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.