ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ტოკიოში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და RedBridge-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც იაპონიაში საქართველოს ელჩი და ადგილობრივი პროფესიონალები ესწრებოდნენ.

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართაიმედინიუსი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „RedBridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ერთ-ერთ სემინარს - „ქართული ღვინის განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი მიღწევები საქართველოში“ იაპონელი ღვინის მაგისტრი, „RedBridge“-ს დამფუძნებელიკენიჩიოჰაშიუძღვებოდა.

მეორე სემინარს - „ქართული ღვინის შეხამება საკვები კულტურისა დალოგიკის მეშვეობით“ იაპონელისომელიემაიკაიამამოტო გაუძღვა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რომლებიც იაპონიის ბაზარზე იყიდება.

ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენას 300-მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის ღვინის მოყვარულები, პროფესიონალები, სავაჭრო სფეროს,ჰორეკასექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კორეის დედაქალაქში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები