პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და მათ პარლამენტის საქმიანობა გააცნო.

ნინო წილოსანი პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პარლამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

ნინო წილოსანმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნინო წილოსანმა სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა გამოცხადდა. ამ პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირებას 39 ახალგაზრდა გაივლის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები