ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორი: როგორც სტუდენტისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მივიღო გამოცდილება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორმა ილია ტურაბელიძემ დადებითად შეაფასა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა და აღნიშნა, რომ ის მონაცემთა ანალიზისა და სამინისტროს საქმიანობის გამოცდილებას იღებს.

როგორც სტუდენტისთვის, ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მივიღო გამოცდილება, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორი ილია ტურაბელიძე მიმდინარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას.
ილია ტურაბელიძის თქმით, სტაჟირების პროცესი მისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების მომცემია, რადგან უშუალოდ არის ჩართული სამინისტროს ყოველდღიურ საქმიანობაში.
„ძალიან საინტერესო სამუშაოა იმიტომ, რომ აქტიურად ვარ ჩართული მონაცემთა ანალიზის პროცესში. ვიღებ გამოცდილებას და ასევე შიგნიდან ვუყურებ სტრუქტურას, თუ როგორ არის აწყობილი და როგორ მიიღება კომპლექსური გადაწყვეტილებები სამინისტროში, რა მონაცემები გამოიყენება იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ“, - აღნიშნა ილია ტურაბელიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან საინტერესო სამუშაოა იმიტომ, რომ აქტიურად ვარ ჩართული მონაცემთა ანალიზის პროცესში. ვიღებ გამოცდილებას და ასევე შიგნიდან ვუყურებ სტრუქტურას, თუ როგორ არის აწყობილი და როგორ მიიღება კომპლექსური გადაწყვეტილებები სამინისტროში, რა მონაცემები გამოიყენება იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…