ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაგდა მიქაბერიძე მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი მაგდა მიქაბერიძე გახდა. დაჯილდოების ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა, გამარჯვებულს კი საჩუქრად 15 000 ლარი გადაეცემა.

მაგდა მიქაბერიძე მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
მაგდა მიქაბერიძე მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულიაბათუმელები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული მაგდა მიქაბერიძე გახდა. ის თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს 15 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.

დასაჩუქრდნენ სხვა ფინალისტებიც.

კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა, ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის გაზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები