ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,, მამადლით რამეს? მაშინ იცოდეთ, რომ ამას მე კი არა, გურამ შარაძეს ამადლით!” – რუსუსან შარაძე

გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას არაფერი ამადლონ, რადგან ის მხოლოდ გურამ შარაძის შვილობას წარმოადგენს.

,, მამადლით რამეს? მაშინ იცოდეთ, რომ ამას მე კი არა, გურამ შარაძეს ამადლით!” – რუსუსან შარაძე
,, მამადლით რამეს? მაშინ იცოდეთ, რომ ამას მე კი არა, გურამ შარაძეს ამადლით!” – რუსუსან შარაძეალია

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, პრესა-ტელევიზიით თუ სადმე გამოვჩენილვარ, მხოლოდ მამაჩემისთვის! ბიზნესი მე არ მიკეთებია, კარიერა და პოლიტიკა. არც ადგილის დამკვიდრებისთვის მიბრძოლია როდესმე, რადგან ღმერთის უდიდესი წყალობით, ჩემი ადგილით დავიბადე, იქ ვარ დღესაც და ასე იქნება მარადჟამს.

არასდროს დავფიქრებულვარ და უკვე „მაიძულეს“ მეკითხა — რა სურდათ ჩემგან ჩემს მომწვევებს? აქამდე მეგონა და ჯერ კიდევ მინდა მეგონოს — სურდათ გურამ შარაძის გაუგონარი დახვრეტის შესახებ სიმართლე და ვინაიდან, დღეს ყველაფერი რეიტინგით ისაზღვრება, რა დასაძრახია, რომ რეიტინგზეც ზრუნავდნენ; ამგვარად იმკვიდრებდნენ ეროვნული, ობიექტური, მებრძოლი და წესიერი მედიების სახელს (ეს ბუნებრივია, მეც ასე ვიმოქმედებდი). უმადური არ დავრჩენილვარ — მადლობა არასდროს დამვიწყებია და სიკვდილამდე არც დავივიწყებ იმაზე, რაც წარსულში იყო. ვამბობ „წარსულში“, რადგან დღეს, ზოგიერთ მათგანს, არც ეროვნულობის შემორჩა რამე, არც ობიექტურობის და არც წესიერების! ბრძოლა — იცოცხლე, კიდევ უფრო გააფთრებული… როგორც აღმოჩნდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის!

მამადლით რამეს? მაშინ იცოდეთ, რომ ამას მე კი არა, გურამ შარაძეს ამადლით! რადგან მე არაფერს წარმოვადგენ, გარდა მისი შვილობისა და არც არაფერზე მაქვს პრეტენზია.

ასე რომ, თქვენი ნებაა, დაამადლეთ, ოღონდ მერე მაგრად რომ შემოგცხებენ ყბაში, აღარ უნდა გეწყინოთ”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.