პოლიტიკა · 16 ნოემბერი, 14:27
ანტონ ვარდანიძემ და გური ჟვანიამ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ანტონ ვარდანიძემ და გური ჟვანიამ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპატიმრო დატოვეს.

სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა აღიარეს ანტონ ვარდანიძემ და გური ჟვანიამ. მათ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე გასამართლებულებმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მიმართეს. ორივემ დანაშაული მოინანია.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…