პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავ ზღვაში რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა დრონებმა შავ ზღვაში, ნეიტრალურ წყლებში, თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა.

ზელენსკის თქმით, გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, ერთი ადამიანი დაკარგულად ითველბა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა, მათგან ერთი დაშავდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და დეესკალაციის შეთავაზებების მიუხედავად, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორსა და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ირჩევს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთის კუთვნილ გემზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ორი პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შავ ზღვაში დრონების იერიშის შედეგად თურქული კომპანიის კუთვნილი სატვირთო ხომალდი ჩაიძირა, რომელსაც უკრაინული პორტიდან მარცვლეული გადაჰქონდა - თავდასხმას ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები