ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების დელეგაციას უმასპინძლა. რექტორმა დავით გურგენიძემ და დელეგაციის წევრებმა ფიზიკისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარებისა და ვორქშოპების ციკლი.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლაინტერპრესნიუსი

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. მხარეებმა საქართველოში თანამედროვე ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება, რაც ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას გაზრდის.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარების ციკლი და ვორქშოპი გამართეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: თანამედროვე ფიზიკის, ნეიტრინოს ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და ციკლოტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით უახლესი სამეცნიერო მიღწევები; კვლევის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი CERN-ში - სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები