ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნის მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართაინტერპრესნიუსი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტები, მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და კვლევით ცენტრებიდან.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ნანოტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე კვლევების შედეგების წარმოჩენა, სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში მეცნიერებმა ნანოტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ საკითხებზე, უახლეს კვლევებსა და სამომავლო სამეცნიერო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს ნანოფიზიკის, ნანოქიმიის, ნანობიოლოგიის, ნანომედიცინის, ნანომასალათმცოდნეობის, ნანოინჟინერიისა და ნანოელექტრონიკის მიმართულებებს. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევების შედეგები და განიხილეს ნანოტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები მედიცინაში, ენერგეტიკაში, ელექტრონიკაში, მასალათმცოდნეობასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

„სტუ ნანო 2026“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობაა. კონფერენცია მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარადგინონ, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბს 17-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრების მონაწილეობა განაპირობებს. სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა შეხვედრა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი კვლევითი იდეების განვითარებას და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის „სტუ ნანო 2026“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენას და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.

ინფორმაციისთვის: ნანოტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინისა და საინჟინრო მეცნიერებების მიღწევებს. შესაბამისად, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნის, ისე ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) - 2026“ გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები