ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფერადი რევოლუციების მომზადების იარაღად იქცნენ. მისი თქმით, ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ალიანსი (ALDE) სანქციების გზით ცდილობს სახელმწიფოებზე ზეწოლას. ცნობისთვის, ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს.

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე
ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზერუსთავი 2

"ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ALDE-სთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ალიანსი სანქციების გზით ცდილობს, სახელმწიფოებზე ზეწოლა მოახდინონ.

"ლიბერალური პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი სახეა ეს, რომ რამენაირად სახელმწიფოზე, ადამიანებზე, დაუსაბუთებლად მოახდინონ ზეწოლა და დაუწესონ ათასგვარი სანქცია, იმიტომ, რომ თავისი ლეგიტიმური მიზნები არ გააჩნიათ. უკანონო მიზნები გააჩნიათ. ამ უკანონო მიზნების რეალიზაციას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ მხარდაჭერა არა აქვს მათ უკანონო მიზნებს, აქედან გამომდინარე ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ.

ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად. უკაცრავად და ALDE-ს რომელიმე ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციას ერთ დღეს მაინც თუ გააჩერებენ და ერთ დღეს მაინც თუ მისცემენ ხუთი კაპიკის თუ ხუთი თეთრის რეალიზაციის საშუალებას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ლიბერალური პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი სახეა ეს, რომ რამენაირად სახელმწიფოზე, ადამიანებზე, დაუსაბუთებლად მოახდინონ ზეწოლა და დაუწესონ ათასგვარი სანქცია, იმიტომ, რომ თავისი ლეგიტიმური მიზნები არ გააჩნიათ. უკანონო მიზნები გააჩნიათ. ამ უკანონო მიზნების რეალიზაციას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ მხარდაჭერა არა აქვს მათ უკანონო მიზნებს, აქედან გამომდინარე ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ. ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად. უკაცრავად და ALDE-ს რომელიმე ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციას ერთ დღეს მაინც თუ გააჩერებენ და ერთ დღეს მაინც თუ მისცემენ ხუთი კაპიკის თუ ხუთი თეთრის რეალიზაციის საშუალებას“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.