ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაზო დათუნაშვილი – შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება, რომ ბევრი სამუშაოა, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ოპოზიციას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მავნებლობა და საქმეს მიხედონ

ლელოქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

„ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საკრებულოების შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ბევრი სამუშაოა, განსაკუთრებით ცუდი შედეგი კი დმანისსა და წალკაში დაფიქსირდა. მისი თქმით, ბოიკოტმა და რევოლუციურმა მოწოდებებმა ადამიანების არჩევნებზე არმოსვლა გამოიწვია. ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გამართულ შუალედურ არჩევნებში უმეტეს ოლქებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

თაზო დათუნაშვილი – შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება, რომ ბევრი სამუშაოა, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ოპოზიციას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მავნებლობა და საქმეს მიხედონ
თაზო დათუნაშვილი – შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება, რომ ბევრი სამუშაოა, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ოპოზიციას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მავნებლობა და საქმეს მიხედონპირველი არხი

„ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საკრებულოების შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებთან უნდა იმუშაონ.

დათუნაშვილის თქმით, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში.

მისი განმარტებით, ბოიკოტმა იმუშავა და ხალხი არჩევნებზე არ მივიდა.

„შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება იმას, რასაც რაციონალურად უნდა გვეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა. ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ძალიან ცუდი შედეგი. შესაბამისად, ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ამ ორ ადგილას ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ასეთი რამ არ განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობთ სუს-ის მიერ პირდაპირ კონტროლირებად ორ რთულ რეგიონზე. არჩევნებმა აჩვენა, რომ ბოიკოტმა და იმ ავანტიურამ, როდესაც ხალხს ქუჩაში ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, ერთ დღეში რევოლუციას მოვაწყობთ, არჩევნებში მისვლა კი არ დაგჭირდებათო, იმუშავა მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები არჩევნებზე არ მოვიდნენ. ჩვენს ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ და ის საპირისპიროში დავარწმუნოთ. ოპოზიციიდან ყველას ამომრჩეველს ჩვენ ვერ დავარწმუნებთ, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეწყვიტონ მავნებლობა და საქმეს მიხედონ “, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში თაზო დათუნაშვილმა.

ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში ოპოზიციიდან მხოლოდ „ლელო – ძლიერი საქართველო“ მონაწილეობდა, რომელსაც სამ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდა კანდიდატები წარდგენილი.

შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა ნდობა. უფრო კონკრეტულად, ცესკო-ს მონაცემებით, ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 87 162%, ჯამში 387 ხმა მიიღო, „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატმა 12, 838 %, ჯამში, 57 ხმა.

რაც შეეხება დმანისის მაჟორიტარულ ოლქს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ამომრჩეველთა 98,496 %-მა 131 ხმით დაუჭირა მხარი, „ლელოს“ კანდიდატმა კი 1, 504 პროცენტი, ჯამში ორი ხმა მიიღო.

წალკის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს 96-737 %-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ჯამში 415 ხმით, „ლელოს“ ლიდერმა კი 14 ხმა მიიღო, ჯამში 3, 263 პროცენტი.

რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1 136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51 ,6 პროცენტს შეადგენს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება იმას, რასაც რაციონალურად უნდა გვეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა. ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ძალიან ცუდი შედეგი. შესაბამისად, ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ამ ორ ადგილას ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ასეთი რამ არ განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობთ სუს-ის მიერ პირდაპირ კონტროლირებად ორ რთულ რეგიონზე. არჩევნებმა აჩვენა, რომ ბოიკოტმა და იმ ავანტიურამ, როდესაც ხალხს ქუჩაში ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, ერთ დღეში რევოლუციას მოვაწყობთ, არჩევნებში მისვლა კი არ დაგჭირდებათო, იმუშავა მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები არჩევნებზე არ მოვიდნენ. ჩვენს ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ და ის საპირისპიროში დავარწმუნოთ. ოპოზიციიდან ყველას ამომრჩეველს ჩვენ ვერ დავარწმუნებთ, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეწყვიტონ მავნებლობა და საქმეს მიხედონ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა შედეგი დადო „ლელომ“, რომელიც ამჯერადაც მონაწილეობა „ოცნების“ არჩევნებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები