ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამოდენიმე ათეული ადამიანი იყო
ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირებაა იმის გამო, იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო მას გიული ალასანიასთან მოუვიდა კამათი. ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიცია პოლიტიკურ საფუძველსკარგავს და მათ შიგნით ქაოტური პროცესებია.

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია.
გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.
ამ ინფორმაციას "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური საფუძვლები ოპოზიციამ საკუთარივე ქმედებების გამო დაკარგა.
"ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ იქ რამოდენიმე ათეული ადამიანი იყო. ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად ქაოტურია.
მათ პოლიტიკური საფუძველი თავისივე ქმედებებით გამოირეცხეს და არის ეს პიროვნული, დაპირისპირება, მიუღებლობა, სააკაშვილი ხან ვიღაცას დაარქმევს, რომ ეს არის პარტიის ლიდერი, ბუნებრივია, ნახევარზე მეტი პარტია არ ეთანხმება და ეს არის აი ამ პოლიტიკურ ნიადაგ გამოცლილი ოპოზიციის შიდა მდგომარეობა,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ იქ რამოდენიმე ათეული ადამიანი იყო. ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად ქაოტურია. მათ პოლიტიკური საფუძველი თავისივე ქმედებებით გამოირეცხეს და არის ეს პიროვნული, დაპირისპირება, მიუღებლობა, სააკაშვილი ხან ვიღაცას დაარქმევს, რომ ეს არის პარტიის ლიდერი, ბუნებრივია, ნახევარზე მეტი პარტია არ ეთანხმება და ეს არის აი ამ პოლიტიკურ ნიადაგ გამოცლილი ოპოზიციის შიდა მდგომარეობა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…