ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირებაა იმის გამო, მონაწილეობდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო გიული ალასანიასა და ჟორჟოლიანს შორის უთანხმოება მოხდა. თავად ჟორჟოლიანმა ეს ინფორმაცია უარყო. აღნიშნულ თემას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი, რომელმაც ოპოზიცია გააკრიტიკა.

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე
ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზერუსთავი 2

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.

ამ ინფორმაციას "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უარყოფს გარედან მართვას, მუდმივ საბოტაჟს, რევოლუციურ სცენარებსა და ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნას.

"არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა.

ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს.

რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა. ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს. რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები,“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამოდენიმე ათეული ადამიანი იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები