ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება" - გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის მოვლენებზე

მმართველი გუნდი 4 ოქტომბრის მოვლენების ერთი წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ბედს არჩევნები წყვეტს და არა შტურმი.

"ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება" - გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის მოვლენებზე
"ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება" - გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის მოვლენებზერუსთავი 2

2025 წლის 4 ოქტომბრიდან ერთი წელი გავიდა - აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.

ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.

ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.

"ეს იყო რეალურად გარე დაფინანსებით და ორგანიზებით, კარგად კოორდინირებული, ძალიან ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფომ გასცა ამას ადეკვატური პასუხი. ეს უნდა იყოს ყველასთვის მაგალითი იმ ზოგიერთი ძალებისთვის, რომელთაც საქართველოში სურდათ არეულობა, სამოქალაქო ომი და რევოლუცია. ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება და მსგავს სცენარებს ადგილი ვერ ექნება, ვინაიდან ქართული სახელმწიფო არის შემდგარი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო და მსგავს გამოწვევებს ჩვენ ყოველთვის გავცემთ ადეკვატურ პასუხს," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იყო რეალურად გარე დაფინანსებით და ორგანიზებით, კარგად კოორდინირებული, ძალიან ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფომ გასცა ამას ადეკვატური პასუხი. ეს უნდა იყოს ყველასთვის მაგალითი იმ ზოგიერთი ძალებისთვის, რომელთაც საქართველოში სურდათ არეულობა, სამოქალაქო ომი და რევოლუცია. ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება და მსგავს სცენარებს ადგილი ვერ ექნება, ვინაიდან ქართული სახელმწიფო არის შემდგარი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო და მსგავს გამოწვევებს ჩვენ ყოველთვის გავცემთ ადეკვატურ პასუხს,“
გიორგი გაბუნია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.