ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ერთი წლისთავს ეხმიანება. მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა დამარცხდა, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს ბედს არჩევნები წყვეტს და არა ქუჩის ძალადობა.

შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება
შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედინიუსი

დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.

„ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.

ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ.

4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.

მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.

ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).

მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.

4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება.

მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ.

ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.

ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.

არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.

ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.

დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები“, - წერს პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა. ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ. 4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა. მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება. ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!). მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით. 4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება. მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს. ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა. არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება. ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით. დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.