ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე - ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს და დაფუძნებული იყოს სიმართლესა და სამართლიანობაზე. მისი თქმით, საქართველოს სურს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა და არა ისეთი, სადაც სხვები ზემოდან უყურებენ და სანქციების არმიერთების გამო ბრაზდებიან.

კახა კალაძე - ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო
კახა კალაძე - ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითოინტერპრესნიუსი

მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობაზე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივი მიმართვის გათვალისწინებით, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

კახა კალაძემ თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ საუბრობს „ქართული ოცნება“,რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„ამ ადამიანების განცხადებები ტყუილით არის ხოლმე გაჯერებული. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, როდესაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ვთხოვეთ კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინათ, რაც ვერ შეძლეს. არგუმენტი არც გააჩნიათ, უბრალოდ ასრულებენ იმ დავალებების, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ავალებენ. რაც შეეხება პერსონალურ დასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კალაძე ამტკიცებს, რომ ALDE Party-ის წერილს "ჩალის ფასი აქვს"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები