ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?

OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ნოემბრისთვის ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლები უცვლელად დატოვეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ორგანიზაციის შვიდმა ძირითადმა წევრმა. ამ გადაწყვეტილების ფონზე ნავთობის ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა.

რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?
რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?BM.GE

OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ნოემბრისთვის ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლები უცვლელად დატოვეს. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება ორგანიზაციის შვიდმა ძირითადმა წევრმა: საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ერაყმა, ქუვეითმა, ალჟირმა, ყაზახეთმა და ომანმა დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია, გასული თვის განმავლობაში OPEC-ის ძირითადმა წევრებმა დღე-ღამეში საშუალოდ 25 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვეს, რაც ივლისის მაჩვენებელს 630,000 ბარელით აღემატება, თუმცა ომამდელ, თებერვლის დონეს თითქმის 5 მილიონი ბარელით ჩამორჩება. შექმნილი ვითარების გამო, OPEC-მა 2027 წლის კვოტების განსაზღვრისთვის საჭირო საწარმოო სიმძლავრეების გადახედვაც გადაავადა.

ჯგუფის ძირითადი წევრების მორიგი შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართება, თუმცა მასთან მიმართებითაც ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ OPEC-ის მხრიდან ცვლილება არ იქნება, რადგან ბაზრის პრობლემა არა ახლა უშუალოდ მოპოვების მოცულობა, არამედ ჰორმუზის სრუტის პარალიზებაა.

OPEC-ის გადაწყვეტილების ფონზე, ნავთობის ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა და ბარელი Brent-ის ღირებულება 102 დოლარს შეადგენს, ხოლო WIT-ის ფასი $91-ის ფარგლებშია, რაც წელს 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნავთობის ფასი $95.2-მდე შემცირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები