ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ. მათ შორის გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებენ, რომ კიევში რჩებიან და რუსეთს ვენის კონვენციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ
რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენრადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდის, ფინეთის, შვედეთის, ავსტრიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ლატვიის და ლიეტუვის საელჩოებმა 4-5 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნეს ერთნაირი შინაარსის განცხადება, რომ მხედველობაში შეშფოთებით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარა უკრაინაში დიპლომატებისა და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ.

საელჩოები რუსეთს შეახსენებენ, რომ ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ვენის კონვენცია და აცხადებენ, რომ კიევში რჩებიან.

ვენის კონვენციით, საელჩოები ხელშეუხებელი არიან და მათზე თავდასხმა კატეგორიულად აკრძალულია.

პოლონეთის და ესტონეთის საელჩოებმა ცალ-ცალკე გავრცელებულ განცხადებებში ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობა ვერ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას.

რუსეთის „გაფრთხილება“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში მყოფი უცხოელი დიპლომატები და უცხო ქვეყნების სხვა მოქალაქეები 3 ოქტომბერს „გააფრთხილა“, რომ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ „მასირებულ დარტყმებს“ კიევსა და სხვა ქალაქებში მდებარე „სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე“ და „შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისგანაც ეს გაფრთხილება იგნორირებულია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი გაფრთხილება ადრეც ჰქონდათ, რასაც „ყური ყველამ არ დაუგდო“, „თავიანთ სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხეს შეგნებულად უქმნიან“, „კიევში ბევრი საელჩო მუშაობს და უკრაინაში ვიზიტებით ჩადიან უცხოეთის ოფიციალური პირები“.

რუსეთის პასუხად უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამა 4 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩვენ ვრჩებით".

რუსეთის „გაფრთხილებიდან" მეორე დღეს კიევში იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვრჩებით“
კატარინა მატერნოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.