ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრეი სიბიგა - რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას ცდილობენ - ეს კამპანია ჩავარდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა უცხოურ დიპლომატიურ მისიებს კიევში მუშაობისთვის და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დიპლომატიური კორპუსის დაშინების კამპანია ჩავარდება. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამ დაადასტურა, რომ საელჩოები მუშაობას აგრძელებენ.

ანდრეი სიბიგა - რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას ცდილობენ - ეს კამპანია ჩავარდება
ანდრეი სიბიგა - რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას ცდილობენ - ეს კამპანია ჩავარდებაინტერპრესნიუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და მუქარის მიუხედავად, კიევში მუშაობას აგრძელებენ.

“მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ უცხოელი კოლეგის მიმართ, რომლებიც ამ რთულ პერიოდში უკრაინაში რჩებიან და მუშაობენ, და არ ნებდებიან რუსულ დაშინებას”, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთის მიერ კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინების მცდელობა ექვსი თვის წინაც ჩავარდა და ახლაც ჩავარდება.

"უსასრულოდ შეიძლება სამ რამეს უყურო: როგორ იწვის ცეცხლი, როგორ მიედინება წყალი და როგორ ცდილობენ რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას. ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება”, - აღნიშნა სიბიგამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, მოუწოდა, თავი შეიკავონ უკრაინაში ყოფნისგან, ან იქ გამგზავრებისგან, რადგან, უწყების მტკიცებით, “რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სისტემატურ და მუდმივ დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო ობიექტებზე”. უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად, კიევში ევროკავშირის ყველა საელჩო მუშაობას განაგრძობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ უცხოელი კოლეგის მიმართ, რომლებიც ამ რთულ პერიოდში უკრაინაში რჩებიან და მუშაობენ, და არ ნებდებიან რუსულ დაშინებას“
„უსასრულოდ შეიძლება სამ რამეს უყურო: როგორ იწვის ცეცხლი, როგორ მიედინება წყალი და როგორ ცდილობენ რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას. ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები