ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკი - მეთადონი და ჰაშიში, რომელთა ღირებულება შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ გამოავლინა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთა 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ამის შესახებ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მაიზერ ხვარაშიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.