პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სარფის საბაჟოდან 8 კილო ოქრო ამოიღეს

ფინანსთა სამინისტრო
სარფის საბაჟოდან 8 კილო ოქრო ამოიღეს
ბათუმელები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო პუნქტზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს“.

საგამოძიებოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  2. ტაბულაოპოზიციური"8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობა მალულად შემოიტანა" - საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
  3. BM.GEოპოზიციურიაკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო
  4. ფორმულაოპოზიციურისარფის საბაჟოზე 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობის მალულად შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სგპ „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები